ელენა პოდკამინსკაია
ელენა პოდკამინსკაია | |
---|---|
ელენა პოდკამინსკაია 2014 წელს „კინოტავრი-2014“-ის გახსნის ცერემონიაზე. | |
დაბადების სახელი | ელენა ილინიჩნა პოდკამინსკაია |
დაბადების თარიღი |
10 აპრილი, 1979 მოსკოვი, რუსეთი |
მოქალაქეობა | რუსეთი |
საქმიანობა | მსახიობი, ტელეწამყვანი |
აქტიური | 2002-დან დღემდე |
ელენა ილინიჩნა პოდკამინსკაია (რუს. Еле́на Ильи́нична Подками́нская; დ. 10 აპრილი 1979, მოსკოვი, სსრკ) — თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი. 2001 წელს დაამთავრა ბორის შჩუკინის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (ა. შირვინდტის კურსი). 2002 წლიდან იყო მოსკოვის სატირის თეატრის დასის წევრი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა მუსიკოსების ოჯახში. მსახიობის მამამ — ილია მიხაილოვიჩ პოდკამინსკიმ, შჩერბინკაში ხელოვნების სტუდია „რადუგა“ დააარსა, ხოლო დედა — სვეტლანა ევგენიევნა, ელემენტარული მუზიცირების მუსიკალურ სტუდია „რადუგას“ ხელმძღვანელობს და შერბინკის საკრებულოს წევრია.[2]
ელენა პოდკამინსკაიას კინოდებიუტი 2002 წელს — „პუაროს წარუმატებლობა“-ში («Неудача Пуаро»), ურსულა ბორნის როლით შედგა.
2012 წლიდან მაყურებლისთვის ცნობილია თავისი როლით სერიალ „სამზარეულოში“.[3]
2013 წლის ივნისში გამოჩნდა ჟურნალ „Maxim“-ის გარეკანზე.[4].
2013 წლის 30 ნოემბერს გახდა „ცეკვა ვარსკვლავებთან“ შოუს გამარჯვებული, ანდრეი კარპოვთან წყვილში.
2014 წლის 6 სექტემბრიდან 2014 წლის 28 დეკემბრამდე მონაწილეობდა რუსეთის პირველი არხის ყოველკვირეულ შოუში „გამყინვარების პერიოდი-5“ («Ледниковый период-5»), პეტრე ჩერნიშევთან წყვილში, სადაც მათ მაყურებელთა სიმპათიის პრიზი მოიპოვეს.
პოდკამინსკაია გათხოვილია და 2010 წელს მას შეეძინა გოგო — პოლინა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მსახიობის ოფიციალური ჯგუფი „vk.com-ზე“
- ოფიციალური ელენა პოდკამისკაიას ინსტაგრამი
- ელენა პოდკამისკაია დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. სატირის თეატრის საიტზე
- ელენა პოდკამისკაია: „უპირობოდ ვენდობი ინტუიციას“ დაარქივებული 2014-04-06 საიტზე Wayback Machine. // „სილამაზე & ჯანმთელობა“, მარტი 2014
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Официальный сайт московского академического театра сатиры. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-05-10.
- ↑ Оксана Крученко. (2013-03-28) Елена Подкаминская: Быть звездой суетно. Вечерняя Москва. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-05. ციტირების თარიღი: 2014-01-25.
- ↑ Елена Подкаминская: «В ресторанах боюсь ворваться на кухню и начать руководить!» (интервью). Комсомольская правда (2012-12-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-05. ციტირების თარიღი: 2013-01-24.
- ↑ Елена Подкаминская в журнале Maxim